გამოკითხვა: ბრიტანელების მხოლოდ 6%-ია მზად, საჭიროების შემთხვევაში საკუთარი ქვეყნისთვის იბრძოლოს 26.07.2026 17:45

ბრიტანელების მხოლოდ 6%-ია მზად, საჭიროების შემთხვევაში საკუთარი ქვეყნისთვის იბრძოლოს. YouGov-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხული 2 300 რესპონდენტიდან 6%-მა გამოთქვა მზადყოფნა, გაერთიანებული სამეფოსთვის ხელში იარაღი აიღოს, 14%-მა განაცხადა, რომ ომში იმ შემთხვევაში წავა, თუ გამოიძახებენ, 17%-მა ომში წასვლაზე უარი თქვა, 52%-მა კი განაცხადა, რომ სხვადასხვა მიზეზით, ბრძოლა არ შეუძლია.

პოლიტიკური მიმომხილველი ბრენდან ონილი ამ მაჩვენებლებს ბრიტანეთში ეროვნული თვითშეგნების ღრმა კრიზისად აფასებს. მისი აზრით, მოქალაქეთა დიდი ნაწილი ვეღარ ხედავს მიზეზს, თუ რისთვის უნდა გაწიროს სიცოცხლე. ქვეყანა მათთვის ასოცირდება გაუარესებულ ყოველდღიურ გარემოსთან, უკონტროლო მიგრაციასთან, საზღვრების სისუსტესთან, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი უნდობლობასა და პატრიოტიზმის მუდმივ დაკნინებასთან.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ