27.07.2026 19:03
მონტენეგროს ხელისუფლებამ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი აამოქმედა.
გადაწყვეტილება 2026 წლის პირველი ნოემბრიდან შევა ძალაში.
ახალი რეგულაციები ასევე შეეხება თურქეთის, საუდის არაბეთისა და ჩინეთის მოქალაქეებსაც. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანას ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოჰყავს სავიზო პოლიტიკა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მონტენეგრო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც მასშტაბურად მოხდა რუსეთის მოქალაქეთა შედინება, რაც დიდწილად, უვიზო რეჟიმით იყო განპირობებული.
სავიზო რეჟიმის მალე შემოღების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ფონზე, ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყანა 14 ათასამდე რუსმა უკვე დატოვა.
ავტორ(ებ)ი :