აშშ-ში, ფესტივალ Bite of Seattle-ზე სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა, დაკავებულია ერთი პირი 27.07.2026 19:56

 

აშშ-ის ქალაქ სიეტლში, სპეის ნიდლსის მახლობლად, კვების ფესტივალ Bite of Seattle-ზე სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი" ავრცელებს.

მედიის ცნობით, სროლა კვირას, ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათზე, ფესტივალის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და საგანგებო სამსახურების თანამშრომლები, განხორციელდა ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია.

სიეტლის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი, მეორეს კი ეძებენ.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. როგორც მედია წერს, თვითმხილველების თქმით, სროლის დაწყების შემდეგ ფესტივალზე პანიკა ატყდა. ადამიანები ტერიტორიიდან გაქცევას ცდილობდნენ, ზოგი კი ახლომდებარე შენობებს აფარებდა თავს.

Bite of Seattle-ი ყოველწლიური ფესტივალია, რომელიც 1982 წლიდან ტარდება და სამი დღის განმავლობაში დაახლოებით 350 000 ვიზიტორი ჰყავს.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ