აზერბაიჯანში ადგილობრივი ონლაინმედიის ორ თანადამფუძნებელს, სამ ჟურნალისტსა და ოთხ აქტივისტს ფინანსურ დანაშაულებთან დაკავშირებული ბრალდებებით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ 28.07.2026 10:31

აზერბაიჯანში ადგილობრივი ონლაინმედიის ორ თანადამფუძნებელს, სამ ჟურნალისტსა და ოთხ აქტივისტს ფინანსურ დანაშაულებთან დაკავშირებული ბრალდებებით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ინფორმაციას „როიტერი" ავრცელებს.

 

Toplum TV-ს დამფუძნებელს, აქიფ გურბანოვს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო მის კოლეგას, ალასგარ მამედლის - 14 წლით.

 

ყველა ბრალდებული წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. მათი ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

 

როგორც „როიტერი" წერს, Toplum TV აზერბაიჯანში ერთ-ერთია იმ დამოუკიდებელი მედიასაშუალებებიდან, რომლებიც პოლიტიკასთან, კორუფციასთან, სოციალურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ თემებს აშუქებენ.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ