28.07.2026 19:40
თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა გაიმართა. დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკი ოვალურ კაბინეტში მიიღო.
შეხვედრა მედიისთვის დახურულ კარს მიღმა შედგა, რის შემდეგაც უკრაინის ლიდერმა პრეზიდენტის რეზიდენცია დატოვა. მხარეებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
„როიტერის" ცნობით, ლიდერებს უნდა ემსჯელათ „პეტრიოტის" სისტემების ლიცენზიის თაობაზე, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინას ნატო-ს სამიტის ფარგლებში დაჰპირდა.
ვოლოდიმირ ზელენსკი გარდაცვლილი ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიალსაც ესწრება, რის შემდეგაც ის სენატორებთან გამართავს შეხვედრას.
გავრცელებული ცნობით, სენატორებმა მიაღწიეს შეთანხმებას კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთისთვის ნავთობისა და გაზის ექსპორტზე სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. აღნიშნულ საკითხს კენჭს დღეს უყრიან.
ავტორ(ებ)ი :