დონალდ ტრამპი ნეთანიაჰუსთან შეხვედრამდე: ბიბი არ მჭირდება იმისთვის, რომ ირანის ბირთვულ ობიექტზე დაზვერვის ცნობები მივიღო 28.07.2026 20:54

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრამდე განცხადებები გააკეთა, - ინფორმაციას THE TIMES OF ISRAEL ავრცელებს.

ტრამპის თქმით, ირანის Pickaxe Mountain-ის ბირთვული ობიექტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ნეთანიაჰუს დახმარება არ სჭირდება და ისრაელის ლიდერი ამ თემას მხოლოდ იმის გამო წამოწევს, რომ "პროცესში ამერიკის ჩართულობა სურს".

Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა ისრაელის პრემიერის მიმართ უკმაყოფილება არ დამალა.

ეს ლიდერების პირველი პირისპირ შეხვედრაა თებერვალში ომის დაწყების შემდეგ.

"ბიბი არ მჭირდება იმისთვის, რომ რაიმე მიამბოს. ბიბი ამას იმიტომ მეუბნება, რომ ჩემი ჩართულობა სურს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა ხდება", - განაცხადა ტრამპმა.

აშშ ის პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამოც, რომ ნეთანიაჰუმ მიწისქვეშა ობიექტზე ირანელების მიერ მიმდინარე მშენებლობების შესახებ საჯაროდ ისაუბრა.

"მოვისმინე, როგორ გამოაცხადა ეს ბიბიმ საჯაროდ, ვთქვი, რატომ უბრალოდ მე არ მითხარი ამის შესახებ და რატომ გახდა საჭირო ამის მთელი მსოფლიოსთვის გამოცხადება? მე ზუსტად ვიცი, რა ხდება "პიკაქსზე". ეს არ არის დიდი პრობლემა. ჩვენ გავანადგურეთ მათი ბირთვული ობიექტები და მოგვიწევს "პიკაქსის" განადგურებაც, თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მას ძალიან მარტივად გავანადგურებთ", - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მას შეუძლია ირანის ხიდების უმეტესობა საათზე ნაკლებ დროში, ხოლო ელექტროსადგურები ერთ დღეში გაანადგუროს. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა, რომ ისრაელი ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერებით სწორედ მან გადაარჩინა: "დღეს პრეზიდენტი რომ არ ვიყო, ისრაელი საერთოდ არ იარსებებდა".

ცნობისთვის: "პიკაქს მაუნთინი" (ირანში მდებარე საიდუმლო, მიწისქვეშა ბირთვული ობიექტი) თეირანიდან სამხრეთით 220 კილომეტრში, ნათანზის ბირთვულ კომპლექსთან ახლოს მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ გასულ და მიმდინარე კონფლიქტებში აშშ-მა და ისრაელმა ირანის რამდენიმე ბირთვული ობიექტი დაბომბეს, აღნიშნულ ობიექტზე დარტყმა არ განხორციელებულა. ირანს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორები ამ ტერიტორიაზე დღემდე არ დაუშვია.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ