29.07.2026 17:31
ევროკავშირში აცხადებენ, რომ არსებობს რისკი, მასშტაბურმა ტყის ხანძრებმა საბერძნეთი, იტალია და ცენტრალური ევროპის ქვეყნები მოიცვას.
ევროკავშირის საგანგებო რეაგირების საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, მარია ზუბერმა განაცხადა, რომ ეს შესაძლოა, მომდევნო კვირებში მოხდეს.
მისივე თქმით, მიმდინარე სიცხის ტალღის გამო, საფრანგეთში უახლოესი დღეები „ძალიან რთული" იქნება, თუმცა შესაძლო კატასტროფებისთვის სხვა ქვეყნებიც უნდა მოემზადონ.
„რისკი საბერძნეთისა და ცენტრალური ევროპის მიმართულებით იზრდება. საბერძნეთი ამ დროისთვის გადარჩა, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ საფრთხე იმატებს. იტალია აგვისტოს დასაწყისში რისკის წინაშე იქნება. უნდა ვნახოთ, რა მოხდება პირინეის ნახევარკუნძულთან დაკავშირებით, რადგან თუ ეს იქაც მოხდება, მთელი ევროპა ცეცხლში იქნება", - აღნიშნა ზუბერმა.
როგორც ევროკავშირის საგანგებო სიტუაციების რეაგირების კოორდინაციის ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, თვითმფრინავები, რომლებიც ამ დროისთვის დაკავებული არ არიან, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში წინასწარ განლაგდებიან.
ამასთან, მარია ზუბერის თქმით, ხანძრების სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს მაღალი ტემპერატურა, მშრალი ჰაერი და წვიმის ნაკლებობა.
ავტორ(ებ)ი :