29.07.2026 19:29
ენტონი ფაუჩიმ სენატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე COVID-19-ის წარმოშობის შესახებ დასმულ კითხვებს არ უპასუხა. მან აშშ-ის კონსტიტუციის მეხუთე შესწორების უფლებით ისარგებლა, რაც მოქალაქეს საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან თავის შეკავების გარანტიას აძლევს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
მოსმენას სენატორი რენდ პოლი უძღვებოდა, რომელიც ფაუჩის პოლიტიკისა და განცხადებების მიმართ წლებია მკვეთრი კრიტიკით გამოირჩევა.
სენატორმა ჰარი პიტერსმა რენდ პოლი ღიად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამგვარი მოსმენების მოწყობით ის უბრალოდ „წარსულის რევიზიას" ცდილობს.
თეთრი სახლის ყოფილი მთავარი სამედიცინო მრჩეველი და ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) ხელმძღვანელი სენატორების წინაშე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც სენატორმა პოლმა პანდემიის ადრეული პერიოდის ფაუჩის პირადი დღიურებიდან 1 000-ზე მეტი გვერდი გამოაქვეყნა.
რენდ პოლის განცხადებით, აღნიშნული ჩანაწერები ადასტურებს, რომ ფაუჩი ვირუსის წარმოშობის საკითხზე საჯაროდ სრულიად განსხვავებულ პოზიციას გამოხატავდა, ვიდრე პირად ჩანაწერებსა და დისკუსიებში.
ავტორ(ებ)ი :