დონალდ ტრამპი – ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია, მივცემ თუ არა უკრაინას 31.07.2026 17:12

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპთან განაცხადა, რომ დარწმუნებული არ არის, მისცემს თუ არა ვაშინგტონი კიევს „პეტრიოტების" ტიპის რაკეტების წარმოების ლიცენზიას.

 

ამის შესახებ ტრამპმა „ფაინენშალ თაიმსთან" სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.

 

„ამ საკითხს ჯერ კიდევ განვიხილავ. ეს უკიდურესად ძლიერი იარაღია და გარკვეული სიფრთხილე გვმართებს, თუ ვის მივცეთ ლიცენზიას. ჩვენ, როგორც წესი, წარმოებაზე ლიცენზიებს არ გავცემთ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი მთავარი მიზანი რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებაა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უახლოეს დღეებში ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი პირველად ეწვევიან უკრაინას.

 

„მარტივად რომ ვთქვა, ჩვენ გვინდა, უკრაინაში რუსეთთან ომი დასრულდეს. ჩვენ მშვიდობას ვეძებთ", - განაცხადა ტრამპმა.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ