31.07.2026 20:42
იტალიამ ესპანეთთან შენგენის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩერა. გადაწყვეტილება სეუტაში მიგრანტების მასობრივ შემოსვლას უკავშირდება.
როგორც „როიტერი" წერს, მიუხედავად იმისა, რომ იტალიას ესპანეთთან სახმელეთო საზღვარი არ აქვს, გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს იმ ადამიანებზე, რომლებიც ორ ქვეყანას შორის თვითმფრინავით ან საზღვაო ტრანსპორტით მოგზაურობენ.
იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება საფრანგეთთანაც შეთანხმდა საფრანგეთ-იტალიის სახმელეთო საზღვარზე კონტროლის გამკაცრებაზე.
ავტორ(ებ)ი :