ესპანური მედია – სეუტიდან მაროკოში 48 ათასზე მეტი მიგრანტი დააბრუნეს 01.08.2026 01:53

აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში არალეგალურად ჩასული დაახლოებით 48,3 ათასი მიგრანტი მაროკოში დააბრუნეს.

 

მანამდე ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური მონაცემები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, სეუტაში ბოლო 24 საათში, საერთო ჯამში, 50 ათასი მიგრანტი ჩავიდა. ამასთან, ქალაქის ხელისუფლების შეფასებით, მათი რაოდენობა 60 ათასამდე იყო.

 

მიგრაციული კრიზისის ფონზე ესპანეთის ხელისუფლებამ ქალაქში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამხედროები გაგზავნა.

 

ესპანური მედიის ცნობით, აღნიშნული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურია.

 

მომხდარის გამო რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ ესპანეთის შენგენის ზონაში წევრობის დროებით შეჩერების საკითხი დააყენა. ამასთან, იტალიამ ესპანეთთან შენგენის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი უკვე შეაჩერა.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ