01.08.2026 17:19
ესპანეთის მთავრობის განაცხადებით, მაროკოს საზღვართან, სეუტის მონაკვეთში 500-მეტრიანი მცურავი გასაბერი ბარიერის მონტაჟი დაიწყო. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქალაქში ათიათასობით მიგრანტი შევიდა. ამის შესახებ ესპანური მედია წერს.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1 აგვისტოს, დილით სამუშაოები ტარახალის ტალღამტეხზე დაიწყო.
დამცავი კომპლექსის მთავარი ელემენტი 500 მეტრი სიგრძის გასაბერი მცურავი ბარიერია. მისი წყლის ზედაპირზე არსებული ნაწილი 30-დან 70 სანტიმეტრამდე სიმაღლისაა, ხოლო წყალქვეშა ნაწილი ერთ მეტრამდე სიღრმეზე ჩადის. კონსტრუქცია დამატებით გამაგრებულია ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ უზრუნველყოფილი ტივტივტივებით, რომლებიც ფსკერთან კაბელითა და ღუზით არის მიმაგრებული. ახალი ბარიერის მონაკვეთებს შორის სპეციალური გასასვლელია დატოვებული, რაც სამოქალაქო გვარდიის საპატრულო კატერებს საშუალებას მისცემს, აკვატორია შეუფერხებლად გააკონტროლონ და ბარიერის უსაფრთხოება და მთლიანობა 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყონ.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში მარკოდან 50 ათასი მიგრანტი ჩავიდა. სეუტის ხელისუფლების შეფასებით კი, მათი რაოდენობა 60 ათასამდე იყო. სეუტაში არალეგალურად ჩასული დაახლოებით 48,3 ათასი მიგრანტი მაროკოში დააბრუნეს.
ავტორ(ებ)ი :