01.08.2026 19:11
აშშ-ის საელჩოებმა იერუსალიმსა და ახლო აღმოსავლეთის სხვა დედაქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ რეგიონში მყოფმა ამერიკის მოქალაქეებმა უნდა განიხილონ გამგზავრება ან მზად იყვნენ სწრაფად დატოვონ ქვეყანა, თუ ირანთან დაკავშირებული ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება.
„ახლო აღმოსავლეთში გაზრდილი დაძაბულობის გამო უსაფრთხოების გარემო კვლავ რთულია და არსებობს კონფლიქტის მოულოდნელი ესკალაციის საფრთხე. ირანის რეჟიმი არაპროგნოზირებადია, რასაც მოწმობს მისი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, შეუტიოს რეგიონის ტერიტორიებს გაფრთხილებისა და პროვოკაციების გარეშე, ასევე, გააფართოოს თავდასხმები იმ ტერიტორიებზე, რომლებიც აქამდე სამიზნე არ ყოფილა (მაგალითად, ეგვიპტე)", - ნათქვამია საელჩოების ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ იდენტურ განცხადებებში.
საელჩოები რეგიონში მყოფ ამერიკელებს ურჩევენ: განიხილონ ახლო აღმოსავლეთის დატოვება ან მზად იყვნენ სწრაფი გამგზავრებისთვის, თუ ვითარება გამწვავდება. გაითვალისწინონ, რომ დაძაბულობის გამო შესაძლოა ავიამიმოსვლა შეფერხდეს.
ამასთან, ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთ მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებენ, სერიოზულად გადახედონ რეგიონში ან მისი გავლით მოგზაურობის გეგმებს და მუდმივად აკონტროლონ ინფორმაცია აეროპორტებისა და ავიაკომპანიების მუშაობის შესახებ.
აშშ-ის საელჩოები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ როგორც ამერიკის მოქალაქეთა, ისე სავიზო მომსახურების გაწევას.
ავტორ(ებ)ი :