ნატოში აშშ-ის ელჩის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ-მა უკრაინას PAC-3 სერიის რაკეტების წარმოების უფლება მისცეს 03.08.2026 19:17

 

აშშ-სა და უკრაინას შორის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების წარმოების შესახებ შეთანხმების დადება, სავარაუდოდ, ამ ზამთრამდე ვერ მოესწრება. ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა.

უიტაკერის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ-მა უკრაინას PAC-3 სერიის რაკეტების წარმოების უფლება მისცეს, რომლებიც ექსპორტის თვალსაზრისით მკაცრად კონტროლდება. თუმცა არსებობს ერთობლივი წარმოების შესაძლებლობები, რომლებიც აშშ-ს შეუძლია უკრაინასთან ერთად განახორციელოს.

„ჩვენ ვმუშაობთ ზოგიერთ ამ შეთანხმებაზე. იცით, ჯერჯერობით გამოსაცხადებელი არაფერია. წარმოების გრძელვადიან კონტრაქტებს ამ ზამთრამდე ვერ განახორციელებენ. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას", - განაცხადა ნატო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს თანამედროვე ამერიკული შეიარაღების წარმოების ტექნოლოგიების გადაცემას. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ აშშ და უკრაინა Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებზე ჯერ არ შეთანხმებულან.

ტრამპის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინამ Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიები მიიღოს.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები
პოპულარული

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ