05.08.2026 19:28
აშშ-ში უკრაინის ყოფილი ელჩი და ევროინტეგრაციის მიმართულებით ყოფილი ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა, უკანონო გამდიდრების საქმეზე, ეჭვმიტანილად ცნეს. მის წინააღმდეგ მტკიცებულებები სასამართლოს უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ წარუდგინა.
ახლა სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავს. დაცვის მხარემ სხდომის დახურვა მოითხოვა. თავად სტეფანიშინამ განაცხადა, რომ გამოძიების დაწყება მისი ბრალეულობის დადასტურებას არ ნიშნავს.
ოლგა სტეფანიშინა 2020 წელს უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ვიცე-პრემიერი იყო. 2025 წლის აგვისტოში შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩად დაინიშნა, აღნიშნული თანამდებობა მიმდინარე წლის აგვისტოში დატოვა.
ავტორ(ებ)ი :