14.08.2026 00:22
რუსეთმა და უკრაინამ სამოქალაქო ტყვეები გაცვალეს. გამოცემა „ტასის" ცნობით, უკრაინაში - შვიდი, ხოლო რუსეთში რვა პირი დაბრუნდა. მედიის ცნობით, ტყვეებს შორის სამხედრო პირები არ იყვნენ.
როგორც ცნობილია, მხარეებმა სამოქალაქო პირები ბელარუსისა და უკრაინის საზღვართან, ნოვაია გუტის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან გაცვალეს. ჰუმანიტარულ მისიას ესწრებოდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის რეგიონული დელეგაციაც.
მედიის ცნობით, ბოლო წლებში რუსეთსა და უკრაინას შორის ბელარუსში 70-ზე მეტი გაცვლა განხორციელდა.
ავტორ(ებ)ი :