მოსკოვზე ასობით დრონით თავდასხმა განხორციელდა, რის გამოც რუსეთის უდიდეს „ვაილდბერისის“ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა 16.08.2026 11:57

 

მოსკოვზე ასობით დრონით თავდასხმა განხორციელდა, რის გამოც რუსეთის უდიდეს „ვაილდბერისის" საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. ეს კომპანიის უდიდესი საწყობია, რომლის ფართობი 200 000 კვადრატულ მეტრზე მეტია. თავდასხმის შედეგად ხანძარია ასევე გაჩნდა დომოდედოვოში მდებარე საწყობს. ეს არის რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ცნობილი „ა" კლასის წარმოებისა და ლოჯისტიკის კომპლექსი.

გავრცელებული ცნობით, მოსკოვის რეგიონის მიმართულებით 600 უპილოტო საფრენი აპარატი მიფრინავდა, რომელთაგან 201 მოსკოვის რეგიონში განადგურდა.

მოსკოვში აცხადებენ, რომ მტრის თავდასხმების საპასუხოდ, რუსეთის არმია ურტყამს გადაწყვეტილების მიღების ცენტრებს, ქარხნებსა და საწყობებს, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ნატოს სპეციალისტებთან ერთად იყენებენ.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ