გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის საელჩო ლონდონს აფრთხილებს, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო პასუხს აგებს 17.08.2026 23:48

გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის საელჩო ლონდონს აფრთხილებს, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო პასუხს აგებს.

 

„ინფორმაცია კიევის რეჟიმის მიერ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ბრიტანული დრონების დარტყმებისთვის გამოყენების შესახებ ადასტურებს, რომ ლონდონი განზრახ დებს ფსონს უკრაინის კრიზისის ესკალაციაზე, მაშინ როცა თვალთმაქცურად აცხადებს მშვიდობის მიმართ მისწრაფებას. ამგვარად, გაერთიანებული სამეფო მოქმედებს როგორც თანამონაწილე და დამხმარე უკრაინელი ნეონაცისტების სისხლიან დანაშაულებსა და ტერორისტულ თავდასხმებში, რათა შეაკავოს ჩვენი ქვეყანა და მაქსიმალური ზიანი მიაყენოს მას ირიბი საშუალებებით.

 

ლონდონის ამ ქმედებებს გარდაუვლად მოჰყვება შედეგები, რისთვისაც ის პასუხს აგებს. რაც უფრო ღრმაა კონფლიქტში ჩართულობა და რაც უფრო დიდია კიევის ტერორისტული მანქანის მხარდაჭერა, მით უფრო მაღალი იქნება საფასური", - ნათქვამია განცხადებაში.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები
პოპულარული

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ