21.08.2026 22:13
ანტისემიტი დიქტატორი ერდოღანის საცოდავ მცდელობას, დააშინოს ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, შედეგი არ ექნება, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
განცხადებაში თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოხსენიებულია როგორც „ანტისემიტი დიქტატორი, რომელიც მასობრივად ჟლეტს ქურთებს, თავშესაფარს აძლევს „ჰამასის" ტერორისტებს, კვიპროსის ნახევარი აქვს ოკუპირებული და რეკორდული რაოდენობის ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს აპატიმრებს, რომლებიც მის წინააღმდეგ არიან განწყობილნი".
„ერდოღანის საცოდავ მცდელობას, დააშინოს ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ნამდვილი დემოკრატია, შედეგი არ ექნება", - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნული განცხადება თურქეთსა და ისრაელს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე გაკეთდა, რაც სირიაში ისრაელის საჰაერო დარტყმებსა და თურქეთის გადაწყვეტილებას უკავშირდება, მოითხოვოს „ინტერპოლისგან" ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი.
ავტორ(ებ)ი :