21.08.2026 22:30
წყნარ ოკეანეში განვითარებადი "ელ-ნინიოს" ფენომენი შესაძლოა განსაკუთრებულად ძლიერი აღმოჩნდეს. ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის (Met Office) მეცნიერები აცხადებენ, რომ მსგავსი მასშტაბის მოვლენა უპრეცედენტოა და 2027 წელს მსოფლიოში რეკორდულად მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების ალბათობას ზრდის. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
"ელ-ნინიო" წყნარი ოკეანის ეკვატორულ ნაწილში ზღვის ზედაპირის ტემპერატურის მატებას გულისხმობს და მას შეუძლია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ამინდის მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს.
მეცნიერების შეფასებით, მიმდინარე "ელ-ნინიოს" სიგნალი პროგნოზებში იმდენად ძლიერია, რომ ერთ-ერთი სპეციალისტის თქმით, მას მსგავსი ინტენსივობის მოვლენა პროგნოზებში აქამდე არ უნახავს.
მეცნიერთა პროგნოზით, გლობალური დათბობისა და "ელ-ნინიოს" შერწყმის გამო, დიდი ალბათობით, 2027 წელი მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ცხელი წელი იქნება.
ტემპერატურის გადახრამ შესაძლოა ნორმას 4°C-ით გადააჭარბოს, რაც შესაძლოა ბოლო 500-1000 წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრი მოვლენა აღმოჩნდეს. ექსპერტები მოსახლეობასა და მთავრობებს მოსალოდნელი ხანგრძლივი სიცხეების, გვალვებისა და ძლიერი შტორმების შესახებ აფრთხილებენ.
ავტორ(ებ)ი :