ევროკავშირმა 2023 წლის შემდეგ პირველად უფრო მეტი საქონელი იყიდა უცხოეთიდან, ვიდრე გაყიდა — სავაჭრო მინუსი €21.8 მილიარდია 25.08.2026 19:13

 Eurostat-ის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში ევროკავშირმა არაწევრი ქვეყნებიდან €701.8 მილიარდის საქონელი შემოიტანა, ხოლო მათთან €680 მილიარდის საქონელი გაიტანა.

 

 შედეგად, სავაჭრო ბალანსი €21.8 მილიარდით მინუსში აღმოჩნდა — ეს ევროკავშირის პირველი კვარტალური სავაჭრო დეფიციტია 2023 წლის მეორე კვარტლის შემდეგ.

 

 მთავარი დამამძიმებელი ფაქტორი ენერგოპროდუქტები იყო: ამ კატეგორიაში სავაჭრო დეფიციტი ერთ კვარტალში €71.3 მილიარდიდან €101.1 მილიარდამდე გაიზარდა.

 

 მთლიანობაში იმპორტი 9.9%-ით გაიზარდა, ექსპორტი კი მხოლოდ 5.4%-ით — ანუ ევროკავშირის შესყიდვები გარედან უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე მისი გაყიდვები უცხოეთში.

 

წყარო: Eurostat

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ