26.08.2026 19:40
CIA-ის დირექტორის მოსკოვში ვიზიტი ნახევრად რუტინულია, შესაძლოა რამე გამოვიდეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
კერძოდ, ჟურნალისტმა მას ჰკითხა რატომ ჩავიდა CIA-ის დირექტორი, ჯონ რეტკლიფი მოსკოვში.
"ის აქ ნახევრად-რუტინული მოგზაურობის ფარგლებში იყო... არ მინდა ხალხისთვის იმედების გაცრუება", - განაცხადა ტრამპმა.
მან განაცხადა, რომ აშშ "დაუღალავად მუშაობს" უკრაინაში ომის დასასრულებლად და აღნიშნა, რომ რეტკლიფის მოსკოვში მოგზაურობიდან "შესაძლოა რამე გამოვიდეს".
ავტორ(ებ)ი :