შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
GE EN RU
დიდ ბრიტანეთში, დოვერის პორტთან, მიგრაციის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს 05.09.2026 17:13

დიდ ბრიტანეთში, დოვერის პორტთან მიგრაციის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, რამაც ტრანსპორტის გადაადგილების შეფერხება გამოიწვია.

 

„ბიბისის" ცნობით, ათობით ნიღბიანი დემონსტრანტი პორტთან მისასვლელს ბლოკავს.

 

აქციის მონაწილეები კამპანიია Stop the Boats-ის („შეაჩერეთ ნავები") ფარგლებში შეიკრიბნენ. მათი პროტესტი დიდ ბრიტანეთში არალეგალური მიგრაციისა და ლა-მანშის სრუტის გავლით მცირე ნავებით ქვეყანაში ჩასვლის წინააღმდეგ არის მიმართული.

 

მედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა დოვერის პორტში გამართულ საპროტესტო აქციას გმობს.

 

„მშვიდობიანი პროტესტის უფლება ჩვენი დემოკრატიისთვის ფუნდამენტურია, მაგრამ ჩვენ ვგმობთ დოვერში არსებულ ქცევას და მის მიერ გამოწვეულ შეფერხებას", - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის სპიკერის განცხადებაში.

 

„ბიბისის" ინფორმაციით, დოვერის პორტი გაერთიანებული სამეფოს უდიდესი საერთაშორისო საბორნე პორტია და ყოველდღიურად დიდი რაოდენობით მგზავრსა და სატვირთო ავტომობილს ემსახურება. შესაბამისად, პორტთან მისასვლელი გზების ბლოკირებამ გადაადგილებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ