კვირა, 6 სექტემბერი, 2026
GE EN RU
იური უშაკოვი - ვლადიმერ პუტინს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის შეხვედრა დროული და ორივე მხარისთვის ძალიან სასარგებლო იყო 06.09.2026 09:42

 

ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შეხვედრაზე უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების შესაძლო გადაწყვეტილებები განიხილა , - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

„ამერიკელი წარმომადგენლები ამ ვიზიტისთვის სერიოზულად მოემზადნენ. მათ არა მხოლოდ გამოხატეს ტრადიციული ინტერესი საბრძოლო მოქმედებების სწრაფი დასრულების მიმართ, არამედ გამოკვეთეს რიგი იდეები შეთანხმების შესაძლო გზებთან დაკავშირებით", - აღნიშნა უშაკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში, თუმცა არ დააკონკრეტა, რა იდეებზე იყო საუბარი.

მისი თქმით, მოლაპარაკებები დროული და ორივე მხარისთვის „უაღრესად სასარგებლო" იყო.

„შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკებები დროული და ორივე მხარისთვის ძალიან სასარგებლო იყო", - განუცხადა უშაკოვმა.

მისი მტკიცებით, შეხვედრა შინაარსიანი და ნდობაზე დაფუძნებული იყო. უშაკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა „კონფლიქტის გამომწვევი ძირითადი მიზეზების აღმოფხვრის აუცილებლობა", ასევე, მკაფიოდ შეაფასა ვითარება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში და აღნიშნა რუსეთის არმიის წინსვლა".

უშაკოვის თქმით, ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ კიევში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ვითარების რუსეთის მიერ წარმოდგენილ შეფასებებს გამოიყენებენ.

„სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პირობა დადეს, რომ კიევში კონტაქტების დროს იმ დაკვირვებებსა და შეფასებებს გამოიყენებენ, რომელიც პირადად პირადად ჩვენგან, რუსეთის პრეზიდენტისგან, მიიღეს", - აღნიშნა უშაკოვმა.

მისივე თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს ეკონომიკური საკითხები და შესაძლო ერთობლივი პროექტები.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ