06.09.2026 11:05
გერმანიაში, საქსონია-ანჰალტში რეგიონული არჩევნები დაიწყო, რომლებიც შესაძლოა ისტორიული გახდეს. კენჭისყრა ფედერალური მხარის პარლამენტის შემადგენლობას განსაზღვრავს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემის უფლება დაახლოებით 1,7 მილიონ ადამიანს აქვს.
20 წელზე მეტია, ამ მხარის სათავეში კონსერვატიული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" (CDU) წარმომადგენელი დგას, ამჟამად პრემიერ-მინისტრის პოსტს 47 წლის სვენ შულცე იკავებს. თუმცა რეიტინგებს დიდი უპირატესობით სათავეში ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) უდგას, რომელმაც პირველად მიიღო რეგიონული მთავრობის ფორმირების შანსი. მისი ძირითადი კანდიდატია 35 წლის ულრიხ ზიგმუნდი. ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაა, შეძლებს თუ არა AfD აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას.
ამ არჩევნების თავისებურება იმაშიც მდგომარეობს, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ პირველად პრეტენზიას გამარჯვებაზე აცხადებს პარტია, რომლის რეგიონული განყოფილებაც გერმანიის კონსტიტუციის დაცვის უწყებამ მემარჯვენე-ექსტრემისტულად ცნო.
ავტორ(ებ)ი :