ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
GE EN RU
დონალდ ტრამპი ნიუ-მექსიკოს შტატისთვის "ახალი ამერიკის" დარქმევის წინადადებით გამოდის 07.09.2026 09:32

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-მექსიკოსთვის „ახალი ამერიკის" დარქმევის წინადადებით გამოდის.

 

როგორც დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, შტატი „ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია არჩევნების გაყალბების თვალსაზრისით" და მისთვის სახელის შეცვლა „უფრო პრესტიჟული და ლამაზი" იქნებოდა.

 

„ბევრი ადამიანი გვთავაზობდა ნიუ-მექსიკოს სახელის შეცვლას და მისთვის ახალი ამერიკის დარქმევას. ეს ბევრად უფრო პრესტიჟული და ლამაზი სახელია ამ პოტენციურად საოცარი შტატის მოსახლეობისთვის. ვაუ, მე ეს ძალიან მომწონს", - წერს ტრამპი.

 

ტრამპმა პოსტს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ვიდეოც დაურთო, რომელშიც ნიუ-მექსიკოს სახელწოდება „ახალი ამერიკით" არის ჩანაცვლებული.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ