07.09.2026 10:20
მაიამის საერთაშორისო აეროპორტში Amazon-ის სატვირთო თვითმფრინავი ასაფრენი ზოლიდან გადავიდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევა მოხდა 6 სექტემბერს მოხდა. პუერტო-რიკოდან ჩამოფრენილმა Boeing 767-300 ტიპის საჰაერო ხომალდმა, რომელიც Amazon Prime Air-ის რეისს ასრულებდა, დაშვებისას ზოლზე დამუხრუჭება ვერ შეძლო.
ზოლიდან გადასული თვითმფრინავი აეროპორტის მიმდებარე საავტომობილო გზაზე შეიჭრა, რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.
დაღუპულია 5 ადამიანი, კიდევ 5 კი დაშავდა (მათგან 3 კრიტიკულ მდგომარეობაშია). ჯერჯერობით ბოლომდე დაზუსტებული არ არის, დაღუპულები ეკიპაჟის წევრები იყვნენ თუ იმ მანქანებში მყოფი პირები, რომლებსაც ლაინერი შეეჯახა.
მომხდარის გამო მაიამის აეროპორტში ფრენები რამდენიმე საათით სრულად შეჩერდა, რამაც უამრავი რეისის გადადება ან გაუქმება გამოიწვია.
აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამსახური (FAA) და ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო (NTSB) მომხდარზე გამოძიებას უკვე აწარმოებენ.
ავტორ(ებ)ი :