პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ტრამპი Air Force One-იდან თურქი ბიზნესმენის DO&CO-ს კეტერინგის მანქანით ფარულად გადაიყვანეს — საიდუმლო ოპერაცია Netflix-ის დოკუმენტურ ფილმად იქცა 11.09.2026 01:02

Sözcü წერს, რომ ივლისში, ანკარაში NATO-ს სამიტის დასრულების შემდეგ, დონალდ ტრამპი კამერების წინ Air Force One-ში ავიდა, თუმცა ირანთან დაკავშირებული უსაფრთხოების საფრთხის გამო მოგვიანებით ფარულად გადაიყვანეს სხვა ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავში.

 

პრეზიდენტის ფარული გადაყვანისთვის გამოიყენეს DO&CO Catering-ის სპეციალური კეტერინგის მანქანა. კომპანია თურქეთის მოქალაქე, ავსტრიაში მოღვაწე ბიზნესმენ ატილა დოღუდანს ეკუთვნის.

 

თვითმფრინავის შეცვლის ფაქტი აქამდეც იყო ცნობილი, თუმცა Sözcü-ს ახალი აქცენტია სწორედ თურქულ კვალზე - რომ საიდუმლო ოპერაციაში გამოყენებული მანქანა დოღუდანის კომპანიას ეკუთვნოდა.

 

ოპერაცია Netflix-ის „The Decoy Plane"-ის თემაც გახდა; გამოცემის მიხედვით, დელეგაციაში თვითმფრინავის ფარული შეცვლის შესახებ თავად ტრამპის გარდა პრაქტიკულად არავინ იცოდა.

 

წყარო:

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ