შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ბულგარეთში, იარაღის საწყობში აფეთქება მოხდა 12.09.2026 11:33

ცენტრალურ ბულგარეთში, სოფელ ცარევა ლივადასთან მდებარე იარაღისა და საბრძოლო მასალების საცავში ღამით აფეთქება და ძლიერი ხანძარი მოხდა.

 

გაბროვოს რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, ცეცხლი ერთი საწყობიდან მეორეზე ვრცელდებოდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის.

 

ობიექტს ბულგარული იარაღის მწარმოებელი EMCO მართავს. გასულ თვეში კომპანიის კიდევ ერთ ობიექტზეც აფეთქება და ხანძარი მოხდა.

 

EMCO-ს მფლობელი ემილიან გებრევია. ბულგარეთის პროკურატურა წარსულში კომპანიის საწყობებზე რამდენიმე თავდასხმას რუს ოპერატორებს უკავშირებდა, თუმცა დღევანდელი აფეთქების მიზეზი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.

 

წყარო: 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ