ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
GE EN RU
მარია ზახაროვა: საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ რუსეთში ჩავიდნენ და „სიმართლე“ თავად იხილონ 16.09.2026 18:12

 

დასავლური პროპაგანდა არასდროს იტყვის, თუ როგორ „აქეზებდნენ" დასავლური გრანტებით პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოში არა ქართულს, არამედ დასავლურ პოლიტიკას ატარებდნენ და როგორ „აქეზებდნენ" რუსოფობიური მოტივებით. ჩამოდით რუსეთში და კითხვებზე პასუხები თავად მოძებნეთ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ 15 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მოხარულები არიან, რომ საქართველოსთან „სავიზო კედლები" საბოლოოდ დაემხო და ავიამიმოსვლა აღდგა.

„ამ ორი ფაქტორის ერთობლიობა ქართველი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობას ქმნის, რომ პასუხი მოძებნონ კითხვაზე: „მაინც როგორია და რას წარმოადენს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები?" როგორც სახელმწიფოებრივი, ისე საზოგადოებრივი", - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ რუსეთში ჩავიდნენ და „სიმართლე" თავად იხილონ.

„როგორც ამბობენ, სიმართლე ფასდაუდებელია. ამას არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ სიმართლის ამ ნაწილის შეფასება ნამდვილად შეიძლება. იცით, რა ღირს ის? ის საქართველოდან რუსეთში ბილეთის ფასი ღირს. ჩამოდით და თავად ნახეთ. გაესაუბრეთ ჩვენს მოქალაქეებს. შედით ჩვენს თეატრებში, მუზეუმებში და სხვათა შორის, რესტორნებშიც. შეგიძლიათ შეადაროთ კიდეც: სად უფრო გემრიელია ქართული სამზარეულო, მოსკოვში თუ თბილისში", - აღნიშნა ზახაროვამ.

ზახაროვას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ რუსეთში ისტორიის სახელმძღვანელოებს გაეცნონ.

„ნახეთ, როგორი პატივისცემით ისწავლება საქართველოსა და ჩვენს საერთო ისტორიასთან დაკავშირებული ნაწილი. შეგიძლიათ, პასუხი თავად მიიღოთ. პოლიტიკური განცხადებები რაში გჭირდებათ. დასავლური პროპაგანდა ყველაფერს აკეთებს, რომ მათ არ დაუჯეროთ. დასავლური პროპაგანდა არასდროს იტყვის, როგორ ახდენდა ის ქართულ-ოსური კონფლიქტის პროვოცირებას, რომელმაც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას მძიმე დარტყმა მიაყენა. დასავლური პროპაგანდა არასდროს იტყვის, თუ როგორ „აქეზებდნენ" დასავლური გრანტებით პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოში არა ქართულს, არამედ დასავლურ პოლიტიკას ატარებდნენ და როგორ „აქეზებდნენ" რუსოფობიური მოტივებით. ჩამოდით რუსეთში და კითხვებზე პასუხები თავად მოძებნეთ", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ