ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
GE EN RU
სერგეი შოიგუ – დასავლეთი ღიად და უცერემონიოდ ცდილობს პოლიტიკურ სიტუაციაში ჩარევას, ამიერკავკასიაში ამის დანახვა შეგვიძლია, არა მხოლოდ სომხეთში, არამედ საქართველოშიც 17.09.2026 19:20

რუსეთი სომხეთის ევროპულ ინტეგრაციას არ დააფინანსებს - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

 

შოიგუს თქმით, ერევანმა უნდა აირჩიოს კურსი და ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში დარჩენის შესახებ.

 

სერგეი შოიგუს მტკიცებით, სომხეთის ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტის კურსი დაისახა და ნატო-სთან თანამშრომლობის გაფართოების მათი სურვილი აშკარაა.

 

შოიგუს თქმით, დასავლეთი ისტორიულად ცდილობდა ამიერკავკასიაში ანტირუსული დასაყრდენის შექმნას. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ 1990-იან წლებში რუსეთმა სომხეთი ეკონომიკური და ენერგეტიკული ჩამოშლისგან იხსნა და ევრაზიულ ეკონომიკურ ეკონომიკურ კავშირში წევრობის ათწლიანი პერიოდის განმავლობაში სომხეთის ეკონომიკა თითქმის სამჯერ გაიზარდა.

 

„ისინი ღიად და უცერემონიოდ ცდილობენ პოლიტიკურ სიტუაციაში ჩარევას. ამიერკავკასიაში ამის დანახვა არა მხოლოდ სომხეთში, არამედ საქართველოშიც შეგვიძლია", - აღნიშნა სერგეი შოიგუმ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ