ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთი რუსეთის ჰიბრიდული შეტევებისთვის ემზადება 20.09.2026 18:55

 

საფრანგეთი რუსეთის ჰიბრიდული შეტევებისთვის ემზადება. ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს ინფორმაციას.

მედიის ცნობით, ემანუელ მაკრონმა ყველა პარტიის ლიდერი, მათ შორის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატები, ელისეის სასახლეში დაიბარა და რუსეთის შესაძლო შეტევების შესახებ გააფრთხილა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე შესაძლოა, გახდეს ელექტროსადგურები და ქსელები, რკინიგზა, სატელეკომუნიკაციო ქსელები და სასმელი წყლის სისტემები.

მანამდე, სადაზვერვო სამსახურები 2030 წლისთვის ელოდნენ რუსეთის მასშტაბურ შეტევებს, ახლა კი საუბარია 2027 წლის შემოდგომაზე.

როგორც ფრანგული მედია წერს, მთავრობამ პრეფექტების გადაუდებელი სხდომა მოიწვია: მომავალ კვირაში მათ დეპარტამენტებში უსაფრთხოებისა და თავდაცვის შტაბები უნდა შექმნან. მაკრონმა მთავრობას კრიტიკული ინფრასტრუქტურის დრონებისა და კიბერშეტევებისგან დაცვის გეგმის მომზადება დაავალა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ