21.09.2026 17:45
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის მიერ რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა.
კრემლის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ სანქციებთან მიმართებით რუსეთი დიდწილად ადაპტირდა.
„რუსეთის წინააღმდეგ 30 000-ზე მეტი სხვადასხვა სახის სანქცია დაწესდა. რა თქმა უნდა, რუსეთი სანქციებთან მიმართებით დიდწილად ადაპტირდა და მათი ნეგატიური ზემოქმედების მინიმიზაციისთვის გზები იპოვა", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტს" ხელი მოაწერა.
ავტორ(ებ)ი :