პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
GE EN RU
CNN-ის, MS NOW-სა და პოლიტიკოს“ ჟურნალისტებს თეთრ სახლში მუშაობის უფლება აღუდგათ 25.09.2026 01:12

თეთრმა სახლმა „სიენენს", MS NOW-სა და „პოლიტიკოს" ჟურნალისტებს თეთრ სახლში მუშაობის უფლება აღუდგინა.

 

მას შემდეგ, რაც აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ, ტიმოთი კელიმ, ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა დაუყოვნებლივ აღედგინა „სიენენის", MS NOW-ისა და „პოლიტიკოს" ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში წვდომა, აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დაადასტურა, რომ ჟურნალისტების საშვები კვლავ გააქტიურებული იყო.

 

ცნობისთვის, მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ „სიენენის", MS NOW-ისა და „პოლიტიკოს" წარმომადგენლების თეთრ სახლში დაშვებას კრძალავდა. მან გადაწყვეტილება მედიასაშუალებების მიერ „ყალბი ამბებისა" და „ტყუილების" გავრცელების ბრალდებით ახსნა.

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ