ორშაბათი, 28 სექტემბერი, 2026
GE EN RU
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს 27.09.2026 16:44

 

შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრად განსაზღვრის შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს.

რეფერენდუმის შედეგი განსაზღვრავს, როგორ ითანამშრომლებს შვეიცარია მომავალში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და შეძლებს თუ არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

შვეიცარიის მოქალაქეებმა უნდა უპასუხონ კითხვას: „ უჭერთ თუ არა მხარს სახალხო ინიციატივას - შვეიცარიის ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას?".

რეფერენდუმის ინიციატივით მემარჯვენე „სახალხო პარტია" გამოვიდა.

პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ქვეყნის ნეიტრალიტეტის პრინციპი მნიშვნელოვნად გაფართოვდა მას შემდეგ, რაც შვეიცარიამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მოსკოვის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან უფრო მჭიდრო კავშირები დაამყარა. ინიციატივა კონსტიტუციაში იმ ვალდებულების ასახვას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, შვეიცარია არცერთ სამხედრო ან თავდაცვით ალიანსს არ უნდა შეუერთდეს და საზღვარგარეთ მიმდინარე სამხედრო კონფლიქტებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. გარდა ამისა, ინიციატივის თანახმად, შვეიცარიამ არ უნდა დააწესოს ეკონომიკური ან დიპლომატიური სანქციები კონფლიქტში მონაწილე სახელმწიფოების წინააღმდეგ, თუ ამის შესახებ გადაწყვეტილებას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არ მიიღებს.

მანამდე, შვეიცარიის მთავრობამ ნეიტრალიტეტის გამკაცრების იდეა უარყო. ინიციატივის წინააღმდეგ პარლამენტის ორივე პალატამაც მისცა ხმა.

ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიის ნეიტრალიტეტი საერთაშორისო დონეზე 1815 წლიდან არის აღიარებული, მისი განხორციელების კონკრეტული ფორმულირება დღემდე არ არსებობს.

 

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ