ორშაბათი, 28 სექტემბერი, 2026
GE EN RU
უნგრეთის პარლამენტმა პეტერ მადიარს იმუნიტეტი მოუხსნა-მადიარის მიმართ ქურდობის ბრალდებით შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს 28.09.2026 15:17

უნგრეთის ეროვნულმა ასამბლეამ 139 ხმით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, პეტერ მადიარს  საპარლამენტო იმუნიტეტი შეუჩერა, რომლის მიმართაც შესაძლოა, ქურდობის ბრალდებით გამოძიება დაიწყოს.

როგორც უნგრული მედია წერს , ევროპარლამენტის 2024 წლის არჩევნებიდან ორი კვირის შემდეგ, 21 ივნისს, ბუდაპეშტის ღამის კლუბ „ოტკერტში" მადიარი კამათში ჩაება მამაკაცთან, რომელიც ვიდეოს უღებდა. მადიარმა მოულოდნელად ხელიდან გამოგლიჯა ტელეფონი და მოგვიანებით მდინარე დუნაიში გადააგდო. ტელეფონი წყლიდან მყვინთავების დახმარებით ამოიღეს.

 

უნგრეთის გენერალური პროკურატურა 2024 წლის სექტემბერში ევროპარლამენტისგან პარტია „ტისას" პოლიტიკოსის იმუნიტეტის მოხსნას ითხოვდა, თუმცა ევროპარლამენტმა ეს არ დააკმაყოფილა, რის გამოც ცენტრალურმა საგამოძიებო პროკურატურამ საქმე შეწყვიტა. მას შემდეგ, რაც მადიარი მაისში უნგრეთის პარლამენტში გადავიდა, გამოძიება განახლდა და პროკურატურამ დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნა უკვე უნგრეთის პარლამენტისგან მოითხოვა.

 

მადიარმა თავისი ფრაქციის წევრებს სთხოვა, მისთვის იმუნიტეტი შეეჩერებინათ. მან განაცხადა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და იმას, რაც მაშინ გააკეთა, კვლავაც გააკეთებდა.

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ