28.09.2026 18:02
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დაიბარა, რათა კიევის მიერ დატყვევებული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების სამხრეთ კორეისთვის გადაცემის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება გაეპროტესტებინა და ოფიციალური ახსნა-განმარტება მოეთხოვა.
სამინისტროს განცხადებაში ნაქვამია, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი ვიეშკინი უწყებაში დაბარებულია უკრაინის პრეზიდენტის. ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებული განცხადების გამო, სადაც მან კიევსა და სეულშ შორის კონფიდენციალურად მიღწეული შეანხმება გაასაჯაროვა.
იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვეების სამხრეთ კორეაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების გამო, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინისგან ოფიციალური ბოდიში მოითხოვა.
ცნობისთვის, 2025 წელს უკრაინის არმიამ კურსკის ოლქში ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაატყვევა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ერთ-ერთი დატყვევებული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცის ყალბი სამხედრო პირადობის მოწმობა გაცემული იყო რუსეთის რესპუბლიკის ტუვას მაცხოვრებლის სახელზე. 23 სექტემბერს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ცოტა ხნის წინ სამხრეთ კორეას ორი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვე გადასცა. მისივე თქმით, ერთ-ერთმა ჩრდილოეთ კორეელმა თვითმკვლელობა სცადა.