ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
GE EN RU
სლოვაკეთში სკოლის მოსწავლემ მასწავლებელი ცივი იარაღით მოკლა, მძიმე მდგომარეობაშია კიდევ ორი პირი 29.09.2026 21:23

 

სლოვაკეთში სკოლის მოსწავლემ მასწავლებელი ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა, მძიმე მდგომარეობაშია კიდევ ორი პირი.

მედიის ცნობით, შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით, ქალაქ სტასკოვში, ჩეხეთისა და პოლონეთის საზღვართან ახლოს მოხდა.

ოფიციალური უწყების ინფორმაციით, 61 წლის მასწავლებლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 13 წლის ბიჭია. პოლიციამ ახალგაზრდა უკვე დააკავა.

ამ დროისთვის მომხდარის მოტივი უცნობია. კრიტიკულ მდგომარეობაშია ორი დაჭრილი. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სკოლის მოსწავლე და 41 წლის მასწავლებელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პიტერ პელეგრინიმ და პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადეს.

 

 

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ