09.10.2026 18:52
ყოველ 19 წუთში ერთი კომპანია კოტრდება, - ამის შესახებ გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) ერთ-ერთი ლიდერი ალის ვაიდელი სოციალურ ქსელში წერს და გამოცემა „ბილდის" სტატიას ავრცელებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს 15 000-ზე მეტი კომპანიის გადახდისუუნარობის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს თითქმის 7%-ით აღემატება. ვაიდელმა გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უმოქმედობის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
„ჩვენი მცირე და საშუალო საწარმოები ენერგიის ფასების, ბიუროკრატიისა და გადასახადების სიმძიმის ქვეშ იხრჩობიან, მერცი კი უბრალოდ უმოქმედოდ არის და ამას უყურებს", - აღნიშნა ალის ვაიდელმა.
ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერის განცხადებით, არსებული ვითარების შეცვლა მხოლოდ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" შეუძლია.