შაბათი, 10 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
დრონებით თავდასხმების გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა 09.10.2026 23:06

 

დრონებითა და "აეროსტატებით" თავდასხმების გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კერძოდ, აღინიშნება, რომ მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა - "ვნუკოვომ", "შერემეტიევომ", "დომოდედოვომ" და "ჟუკოვსკიმ" - დრონებითა და აეროსტატებით თავდასხმების ფონზე მუშაობაზე დროებითი შეზღუდვები შემოიღეს. შეზღუდვები ადგილობრივი დროით, დაახლოებით 15:40 საათზე ამოქმედდა.

FlightRadad24-ის სერვისის ინფორმაციით, ყველაზე მეტად შეფერხებები აეროპორტ "ვნუკოვოს" შეეხო: რეისების 40%-ზე მეტი შეფერხდა, შეფერხების საშუალო ხანგრძლივობა 102 წუთს შეადგენს, ხოლო რეისების კიდევ 10% გაუქმდა.

მოსკოვის რეგიონის აეროპორტებს შეფერხებები 9 ოქტომბრის წინა ღამესაც შეეხო. მაშინ, დრონებით თავდასხმების საფრთხის გამო დაიხურა "ვნუკოვო", "დომოდედოვო" და "ჟუკოვსკი". ღამის განმავლობაში 150-ზე მეტი რეისი შეფერხდა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ