შაბათი, 10 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
„კომერსანტი“ – ვლადიმერ პუტინმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა თურქმენეთში დახურული შეხვედრა გამართეს 09.10.2026 23:47

 

ვლადიმერ პუტინმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა თურქმენეთში წინასწარ გაუხმაურებელი შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას „კომერსანტი" ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, დახურული შეხვედრა თურქმენეთში, კასპიის ზღვის სამიტის შემდეგ გაიმართა.

როგორც „კომერსანტი" წერს, შეხვედრა წინასწარ არ იყო გამოცხადებული. ის დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. შეხვედრის დრო რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა შეათანხმა. დსთ-ს გაფართოებული სამიტის დახურულ ნაწილში პუტინმა ცალ-ცალკე განიხილა საკითხები ნიკოლ ფაშინიანთან და ილჰამ ალიევთან.

„კომერსანტის" ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრს კასპიის სამიტში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მის დასრულებას რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან შესახვედრად დაელოდა.

მოგვიანებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, მელანია ჰარუთიუნიანმა განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა თურქმენეთში არ გამართულა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ