კვირა, 11 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
კაია კალასი – ახლა რუსეთზე ზეწოლის შესუსტების დრო არ არის, ევროპა ამას არც გააკეთებს 10.10.2026 18:42

 

ახლა რუსეთზე ზეწოლის შესუსტების დრო არ არის და ევროპა ამას არც გააკეთებს, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა.

ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსულ დიზელზე სანქციების შეჩერება მოსკოვს ომის საწარმოებლად დამატებით შემოსავალს აძლევს.

„ორ დღეში რუსეთის თავდასხმებს 80-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ამასთანავე, რუსეთმა გააძლიერა ჰიბრიდული თავდასხმები ევროპის წინააღმდეგ - როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ისე ნატო-ს მოკავშირეების მიმართ... ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აპირებენ, დაამტკიცონ სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ რუსეთის სამხედრო მანქანის წინააღმდეგაა მიმართული", - აღნიშნა კაია კალასმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან წარმატებული მოლაპარაკების შემდეგ რუსეთი აშშ-სა და გლობალურ ბაზარს 1.8 მილიონ ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ