11.10.2026 20:22
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება შედგა ენერგეტიკულ სფეროში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რომელიც „დაუყოვნებლივ" ამოქმედდება.
ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა .
„დაუყოვნებლივ ძალაში შედის „ენერგეტიკული ზავი" რუსეთსა და უკრაინას შორის ომში. ორივე მხარე დათანხმდა. არ დაარღვიოთ იგი! მადლობა ყურადღებისთვის", - წერს დონალდ ტრამპი.