ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი „ბრძოლის ველზე შესვენებას არ იმსახურებს“ 12.10.2026 21:09

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ბრძოლის ველზე შესვენებას არ იმსახურებს.

ლავროვის თქმით, ზელენსკი ყოველთვის ცდილობს, სხვადასხვა ხრიკი გამოიყენოს.

„პრეზიდენტ ტრამპის განცხადების მიმართ ზელენსკის მოჩვენებითი გაკვირვება მხოლოდ ერთ რამეს ასახავს: ის მზადაა, გამოიყენოს ნებისმიერი სიტყვა, ინიციატივა ან იდეა, რომელიც საზოგადოებრივ სივრცეში აღწევს, რათა, ხრიკებით თუ უხეშად, წინ წასწიოს თავისი ინტერესი შესვენების მიმართ. არა მგონია, რომ ის შესვენებას იმსახურებს", - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, ზელენსკი ამბობს, რომ მზადაა, არჩევნები ჩაატაროს, თუ „ორი თვე მიეცემა ძალების მოსაკრებად", მაგრამ ამ დროის განმავლობაში ევროპა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახალი იარაღით მოამარაგებს ბრძოლის გასაგრძელებლად.

ცნობისთვის, 11 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის დაწყება გამოაცხადა. ამასთან, მისივე თქმით, უკრაინას ახალი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს. ტრამპმა აღნიშნა, რომ „უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არასაკმარისი ნაბიჯები გადადგა რუსეთთან ომის დასასრულებლად".

 

 

ასევე დაგაინტერესებთ