ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ევროპულ საქმეთა და თავდაცვის საკიხებში სახელმწიფო მინისტრი – ვადასტურებ, რომ ევროკავშირის ყველა წევრი უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერების გახსნაზე შეთანხმდა 12.10.2026 21:46

 

ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერების გახსნაზე შეთანხმდა. ამის შესახებ ევროპულ საქმეთა და თავდაცვის საკიხებში სახელმწიფო მინისტრმა, თომას ბირნმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„მონტენეგროს ორშაბათს" ალბანეთისთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის კიდევ ერთი „სუპერ სამშაბათი" მოჰყვება. შემიძლია, დავადასტურო, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო შეთანხმდა შემდეგზე: უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერების გახსნა; მონტენეგროსთვის სამი მოლაპარაკების თავის - მე-17, მე-18 და მე-19 თავების დახურვა; ალბანეთისთვის კი მე-20 თავის დახურვა", - წერს ბირნი.

მედიის ცნობით, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩო ექვს თემატურ კლასტერად იყოფა. თითოეული მათგანი მოიცავს კანონმდებლობის კონკრეტულ სფეროებს, რომლებშიც კანდიდატმა ქვეყნებმა თავიანთი კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებს უნდა შეუსაბამონ. გაწევრიანების მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერები მოიცავს შიდა ბაზრისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის საკითხებს.

 

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ