სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
რუსეთი დიზელს ჩვენ არ გვაწვდის, ისინი მას მთელ მსოფლიოს აწვდიან - დონალდ ტრამპი 13.10.2026 21:02

რუსეთი დიზელს ჩვენ არ გვაწვდის. ისინი მას მთელ მსოფლიოს აწვდიან - ამის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

დონალდ ტრამპმა კითხვაზე - შეწყვიტა თუ არა აშშ-მ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, განაცხადა, რომ ასე არ მომხდარა და შტატები უკრაინას დღემდე ეხმარება:

"არა, არ შეგვიწყვეტია. ჩვენ მათ ვეხმარებით"- აღნიშნა ტრამპმა.

 

ასევე, კითხვაზე თუ რა აძლევს მას იმის საფუძვლიან რწმენას, რომ პუტინს ომის დასრულება უფრო სურს, ვიდრე ზელენსკის, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:

 

"მხოლოდ მოლაპარაკებების გამოცდილება. მთელი ცხოვრება სწორედ ამას ვაკეთებდი - გარიგებებს ვდებდი,"- აღნიშნა ტრამპმა.

 

ასევე დაგაინტერესებთ