15.10.2026 11:17
ადამიანებთან შეთანხმებების მიღწევა მიწევს, ამიტომ მათ შეურაცხმყოფელი სახელებით არ მოვიხსენიებ, - ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კითხვას, თუ რატომ არ უწოდებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დიქტატორს.
მისი თქმით, ის გარიგებების ოსტატია, შეთანხმებების დადება ყოველთვის კარგად გამოსდიოდა და სწორედ გარიგებების წყალობით გამდიდრდა. ამიტომ, ტრამპის განცხადებით, ადამიანების დაცინვას არ იწყებს.
„მე გარიგებების ოსტატი ვარ. შეთანხმებების მიღწევა ყოველთვის კარგად გამომდიოდა. სწორედ გარიგებების წყალობით გავხდი ძალიან მდიდარი. ამიტომ ადამიანებს არ დავცინი", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ მისი წინამორბედი ჯო ბაიდენი „რუსეთს მასხრად იგდებდა".