ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
იემენში, ქალაქ ადენში პრეზიდენტის სასახლეზე "ჰუსიტების" სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა 15.10.2026 21:54

სამხრეთ იემენში, საპორტო ქალაქ ადენში პრეზიდენტის სასახლეზე „ჰუსიტების" სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაცვის ორი თანამშრომელი დაიღუპა.

 

იემენის ინფორმაციის მინისტრმა, მოამარ ალ-ერიანიმ „ბიბისის" განუცხადა, რომ ალ-მააშიკის სასახლეს ხუთი ბალისტიკური რაკეტა მოხვდა. მისივე ცნობით, თავდასხმის შედეგად, პრემიერ-მინისტრი და სხვა პოლიტიკოსები არ დაშავებულან.

 

„ჰუსიტების" მედიის ინფორმაციით, დაჯგუფებამ „საუდელი ოფიცრების ხელმძღვანელობით მართული სამხედრო ოპერაციების შტაბ-ბინა", ასევე იარაღის საწყობები დაბომბა.

 

ცნობისთვის, ირანის მოკავშირე იემენელი „ჰუსიტები" უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც საუდის არაბეთის მნიშვნელოვან ობიექტებს ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით უტევენ. საუდის არაბეთის დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტზე ოთხი თავდასხმა განხორციელდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს საუდის არაბეთში ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო. მომხდარის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით ფრენები შეფერხდა.

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ