პარასკევი, 16 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
უკრაინას ამერიკული წარმოების "პეტრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის საჭირო რაკეტები ამოეწურა-CNN 15.10.2026 23:43

უკრაინას ამერიკული წარმოების „პეტრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის საჭირო რაკეტები ამოეწურა, რაც ქვეყანას რუსული ბალისტიკური რაკეტების თავდასხმების მიმართ უფრო დაუცველს ხდის, - იუწყება „სიენენი" საკითხთან დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით.

 

გამოცემის წყაროს ცნობით, ბოლო დარტყმის შედეგად გაშვებული თითქმის ყველა ბალისტიკური რაკეტა ვერ იქნა ჩამოგდებული რაკეტების დეფიციტის გამო. კერძოდ, რუსულმა ბალისტიკურმა რაკეტებმა კიევში - სამ თბოელექტროსადგურს და ხარკოვში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს 14 ოქტომბრის ღამით თავდასხმის დროს.

 

აგვისტოში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კიევს არსენალში საჭირო გადამჭრელი რაკეტების მხოლოდ მეათედი ჰქონდა. ერთი თვის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მიიღებდა ლიცენზიებს შეერთებული შტატებისგან „პეტრიოტის" რაკეტების საწარმოებლად. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საბოლოოდ უარი განაცხადა იმის თქმაზე, დაამტკიცა თუ არა მან ეს გადაწყვეტილება, ლიცენზიები კი არ გაცემულა. ეს მოხდა იქამდე, ვიდრე ზელენსკის და ტრამპს შორის ურთიერთობა ბოლო დღეებში უფრო მეტად დაიძაბებოდა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონი დათანხმდა რუსული დიზელის საწვავის იმპორტირებას და გაზარდა ზეწოლა უკრაინაზე, რათა შეეწყვიტა თავდასხმები რუსეთის ნავთობის ინდუსტრიაზე.

 

ასევე დაგაინტერესებთ