შაბათი, 17 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ჯონ ბოლტონი: ზელენსკის მხრიდან ტრამპისთვის ჭკუის სწავლება უკრაინის პრეზიდენტისთვის კარგად არ დასრულდება 16.10.2026 21:57

 

პრეზიდენტ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან ამერიკის პრეზიდენტისთვის „ჭკუის სწავლება" მისთვის კარგად არ დასრულდება - „ქვეყნის შიგნით ტრამპის რთული პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით".

ბოლტონმა ეჭვქვეშ დააყენა ზელენსკის მიერ ტრამპის კრიტიკის ეფექტიანობა.

„მოდით, თვალებში ჩავხედოთ რეალობას: ყველაფერი, რასაც ტრამპი ახლა აკეთებს - იქნება ეს ირანთან ომი თუ რუსეთ-უკრაინის ომი - არ ეფუძნება შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების სტრატეგიულ გათვლებს", - განაცხადა ბოლტონმა.

„ეს ეფუძნება საარჩევნო შიშებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდება 3 ნოემბერს. ასე რომ, პირველი: ამ ეტაპზე ზელენსკი ტრამპთან ერთ ენაზეც კი არ ლაპარაკობს", - განაგრძო მან. - „და როგორც უკვე ვთქვი, არ მგონია, ტრამპთან ამგვარმა ბავშვურმა კინკლაობამ ოდესმე ვინმეს ინტერესებს წაადგეს".

 

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ